თემები
    Bybit Georgia-ზე ხელმისაწვდომ ორდერთა ტიპები
    bybit2025-04-17 09:30:26

    Bybit Georgia გთავაზობთ მრავალფეროვან ორდერებს, რომლებიც ოპტიმიზირებულია სხვადასხვა სავაჭრო ბაზრისთვის. ვაჭრობამდე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ორდერების სხვადასხვა ტიპთან გაცნობას, რათა ეფექტურად შეუსაბამოთ ისინი თქვენს სავაჭრო სტრატეგიას. ეს სტატია წარმოადგენს Bybit Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ორდერთა ტიპების სრულ მიმოხილვას, რომელიც დაყოფილია ძირითად და მოწინავე ვარიანტებად. ეს მოგცემთ საშუალებას მიიღოთ უფრო ინფორმირებული სავაჭრო გადაწყვეტილებები.

     

     

     

     

     

    ორდერთა ძირითადი ტიპები

    დავიწყოთ Bybit Georgia-ს მიერ შემოთავაზებული ორდერების ძირითადი ტიპების შესწავლით: საბაზრო ორდერი, ლიმიტ ორდერი და პირობითი ორდერი. ეს სამი ძირითადი ტიპი საფუძვლად უდევს უფრო მოწინავე სავაჭრო ინსტრუმენტებს.  Bybit Georgia-ს სავაჭრო მექანიზმების ეფექტურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ამ ფუნდამენტური ცნებების სრულყოფილად გაგება.

     

     

    საბაზრო ორდერი

    ლიმიტ ორდერი

    პირობითი ორდერი

    ორდერთა პარამეტრების დაყენება

    1. ორდერის რაოდენობა

    1. ორდერის რაოდენობა

    2. ორდერის ფასი

    1. ორდერის რაოდენობა

    2. ტრიგერის ფასი

    3. ორდერის ფასი (პირობითი ლიმიტ ორდერთათვის)

    შესრულების ლოგიკა

    ორდერი შეივსება დაუყოვნებლივ საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად. 

    1. თუ საბაზრო ფასი მიაღწევს თქვენ მიერ მითითებულ ფასს, ორდერი მითითებული ფასით შესრულებას დაელოდება.

     

    2. თუ ორდერის ფასი საბაზრო ფასზე ნაკლებად ხელსაყრელია, თქვენი ორდერი დაუყოვნებლივ შეივსება. 

    როდესაც მითითებული ტრიგერის ფასის მიიღწევა, საბაზრო ან ლიმიტ ორდერი განთავსდება ორდერების წიგნში. ორდერის გაშვებისა და განთავსების შემდეგ, შესრულების ლოგიკა საბაზრო და ლიმიტ ორდერის ანალოგიურად მუშაობს.

    შესრულების ფასი

    საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასი

    ორდერის ფასი ან საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასი

    პირობითი საბაზრო: საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასი

     

    პირობითი ლიმიტი: ორდერის ფასი ან საუკეთესო ხელმისაწვდომი ფასი 

    უპირატესობები

    მყისიერი შესრულება

    1. ფასის კონტროლი

     

    2. დაბალი სავაჭრო საკომისიო

    გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულების გამარტივებლად   იძლევა ავტომატიზირებული ვაჭრობის შესაძლებლობას კონკრეტულ ტრიგერის ფასზე დაყრდნობით.

    ნაკლოვანებები

    1. შესრულების ფასზე კონტროლის ნაკლებება

     

    2. უფრო მაღალი სავაჭრო საკომისიო

    1. ორდერის შესრულება გარანტირებული არ არის, რადგან ის ექვემდებარება საბაზრო ფასის მოძრაობას და ლიკვიდურობას

     

    2. ყოველთვის არ სრულდება როგორც მეიკერ ორდერი

    საბაზრო და ლიმიტ ორდერების მსგავსად, პირობითი ორდერების ეფექტურობა დამოკიდებულია ორდერის არჩეულ ტიპზე და საბაზრო პირობებზე.

     

     

     

    1. საბაზრო ორდერი

    საბაზრო ორდერი არის უმარტივესი ორდერთა ტიპებს შორის, ის გამოიყენება მაშინ, როდესაც გსურთ ორდერის დაუყოვნებლივ შესრულება მიმდინარე საბაზრო ფასით. როდესაც განათავსებთ საბაზრო ორდერს, ის მყისიერად სრულდება საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად (საუკეთესო შემოთავაზებულ ფასად გაყიდვისას ან საუკეთესო მოთხოვნილ ფასად ყიდვისას), რაც უზრუნველყოფს პოზიციაში სწრაფ შესვლას ან გამოსვლას. 

     

    მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ორდერი გთავაზობთ სწრაფ შესრულებას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბაზრის ცვალებადობის გამო შესრულების საბოლოო ფასი შესაძლოა უმნიშვნელოდ შეიცვალოს, ამ სიტუაციას ხშირად ფასის ცურვას (Slippage) უწოდებენ.

     

    საბაზრო ორდერის განთავსებით, თქვენ ასრულებთ ან აქრობთ უკვე არსებულ ორდერებს ორდერების წიგნიდან. ამ პროცესში თქვენ განიხილებით საბაზრო ტეიკერად, რადგან იღებთ ლიკვიდურობას ბაზრიდან, რაც, თავის მხრივ, იწვევს ოდნავ უფრო მაღალ საკომისიოს, რომელიც ცნობილია როგორც ტეიკერის საკომისიო.

     

    დაწვრილებით

    განსხვავება მეიკერის ორდერბსა და ტეიკერის ორდერებს შორის

    ლექსიკონი: საბაზრო ორდერი

    Bybit Georgia სავაჭრო საკომისიოების სტრუქტურა

     

     

     

     

    2. ლიმიტ ორდერი

    ლიმიტ ორდერი ტრეიდერებს უფრო მეტ კონტროლს აძლევს შესრულების ფასზე. როდესაც განათავსებთ ლიმიტ ორდერს, მიუთითებთ ზუსტ ფასს, რომლითაც გსურთ იყიდოთ ან გაყიდოთ აქტივი. თუ ბაზარი მიაღწევს თქვენს მითითებულ ფასს, ორდერი შესრულდება ამ ფასში ან უკეთესად (უფრო ხელსაყრელი ფასით). თუმცა, თუ ბაზარი ვერ მიაღწევს თქვენს მითითებულ ფასს, თქვენი ორდერი შეიძლება არ შესრულდეს.

     

    ლიმიტ ორდერის ორი (2) შესაძლო სცენარი:

    i) ორდერის განთავსება და მეიკერის საკომისიო:

    როდესაც ლიმიტ ორდერს ათავსებთ, ის ემატება ორდერების წიგნს და ლიკვიდურობას ქმნის ბაზარზე. მაგალითად, თუ ტრეიდერი ათავსებს ყიდვის ლიმიტ ორდერს $10,000 ფასით, ხოლო საუკეთესო მოთხოვნის (Ask) ფასი $11,000 შეადგენს, ორდერი შედის ორდერების წიგნში და ელის შესრულებას. ასეთ შემთხვევაში, მოქმედებს მეიკერის დაბალი საკომისიო, რადგან ტრეიდერი ქმნის ლიკვიდურობას.

     

    ii) ტეიკერის საკომისიო დაუყოვნებლივი შესრულებისთვის:

    თუ ლიმიტ ორდერის ფასი ბაზარზე არსებული საუკეთესო ფასზე ნაკლებად ხელსაყრელია, ორდერი მყისიერად სრულდება საბაზრო ორდერის მსგავსად. მაგალითად, თუ ტრეიდერი ათავსებს გაყიდვის ლიმიტ ორდერს ფასით $10,000, მაგრამ საუკეთესო შემოთავაზებული (Bid) ფასი შეადგენს $11,000-ს, ორდერი დაუყოვნებლივ სრულდება ფასით $11,000, როგორც საბაზრო ორდერი, და ტრეიდერი იხდის ტეიკერის საკომისიოს. ეს მიდგომა ხელს უშლის ორდერების განთავსებას სასურველი ფასის ქვემოთ ან ზემოთ. მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ თავიდან აიცილონ ტეიკერის საკომისიოს გადახდა, შესაძლებელია გამოიყენონ მხოლოდ განთავსების ლიმიტ ორდერი, რომელსაც განვიხილავთ ორდერთა დამატებითი ტიპების განხილვისას. 

     

     

    მოკლედ: 

    — ყიდვის ლიმიტის ორდერებისთვის, ორდერის ფასი უნდა განისაზღვროს ბოლო სავაჭრო ფასზე დაბალი ფასით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შეივსება დაუყოვნებლივ, როგორც საბაზრო ორდერი (შედეგად გადაიხდით ტეიკერის საკომისიოს).

    — გაყიდვის ლიმიტ ორდერებისთვის, ორდერის ფასი უნდა განისაზღვროს ბოლო სავაჭრო ფასზე მაღალი ფასით, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შეივსება დაუყოვნებლივ, როგორც საბაზრო ორდერი (შედეგად გადაიხდით ტეიკერის საკომისიო).

     

    დაწვრილებით

    რატომ შესრულდა ჩემი ლიმიტ ორდერი დაუყოვნებლივ?

    ლექსიკონი: ლიმიტ ორდერი

     

     

     

     

    3. პირობითი ორდერი

    პირობითი ორდერები უზრუნველყოფს დამატებით ფენას თქვენი ვაჭრობის სტრატეგიის ავტომატიზაციისთვის.  ეს ორდერები დატრიგერდება და განთავსდება ორდერების წიგნში იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება გარკვეული პირობა, მაგალითად ტრიგერის ფასი. ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა რეფერენციული (refference) ფასი, როგორც ტრიგერის საფუძველი, მაგალითად ბოლო სავაჭრო ფასი, მარკირების ფასი და ინდექსის ფასი. 

     

    არსებობს პირობით ორდერთა ორი (2) ტიპი: პირობითი საბაზრო და პირობითი ლიმიტ ორდერი. ორივე ზემოთ ხსენებული საბაზრო და ლიმიტ ორდერის მსგავსად მუშაობს, მაგრამ სისტემა განათავსებს ორდერს მხოლოდ მაშინ, როდესაც წინასწარ განსაზღვრული რეფერენციული ფასი დააკმაყოფილებს ტრიგერის ფასს.

     

    პირობითი ორდერები ზოგადად გამოიყენება სტანდარტული ორდერების ტიპების სიმულაციისთვის, როგორიცაა: 

     

    • სტოპ-შესვლის ორდერები

    სტოპ-შესვლის ორდერების გამოყენებით, ტრეიდერებს შეუძლიათ ბაზრის გარღვევაზე ვაჭრობა. სტოპ-შესვლის ორდერი განათავსებს საბაზრო ან ლიმიტ ორდერს მაშინ, როცა მიიღწევა კონკრეტული ფასი, რაც განაპირობებს შესვლას ხელსაყრელ დონეზე. ყიდვის სტოპ ორდერებისთვის, ტრიგერის ფასი, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე ბოლო სავაჭრო ფასი, ხოლო გაყიდვის სტოპ ორდერებისთვის, ტრიგერის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე ბოლო სავაჭრო ფასი.

     

    • Take Profit (TP) და Stop Loss (SL) ორდერები

    Take Profit ორდერი ავტომატურად ხურავს პოზიციას, როდესაც მიიღწევა მოგების გარკვეული დონე, ხოლო Stop Loss ხურავს პოზიციას, როდესაც ის მიაღწევს ზარალის კონკრეტულ დონეს. ეს ფუნქციონირებს როგორც შესვლის სტოპ ორდერი, მაგრამ გამოიყენება ვაჭრობიდან გასასვლელად. Bybit Georgia-ზე ტრეიდერის კომფორტისთვის ინტეგრირებულია Take Profit და Stop Loss ორდერები, რომლებიც მოქმედებს იგივე პრინციპით, როგორც პირობითი ორდერები. მათ უფრო დეტალურად განვიხილავთ გაფართოებული ორდერების ტიპებში.

     

    დაწვრილებით

    განმარტება: რა არის Stop-Loss და Stop-Limit ორდერები?

    მიზეზი, რის გამოც პირობითი ორდერი დატრიგერდა, მაგრამ არ შესრულდა 

    რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს LTP ან მარკირების ფასს თქვენი პირობითი ორდერების დასატრიგერებლად?

     

     

     

     

     

     

     

    ორდერთა გაფართოებული ტიპები

    ზემოთ განხილული სამი (3) ძირითადი ორდერის ტიპი წარმოადგენს Bybit Georgia-ზე თქვენი სავაჭრო საქმიანობას საფუძველს. ამ ფუნდამენტური ორდერების გააზრების შემდეგ, თქვენ უკეთ იქნებით მომზადებული, ორდერთა გაფართოებული მექანიზმების გამოსაყენებლად. შემდგომში განვიხილავთ Bybit Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ორდერთა გაფართოებულ ტიპებს.

     

     

    1. Take Profit/Stop Loss ორდერი

    დააფიქსირეთ მოგება ( Take Profit - TP) და შეზღუდეთ ზარალი (Stop Loss -SL) ორდერები ვაჭრობიდან გასვლის სტრატეგიის გადამწყვეტი ელემენტებია. TP ორდერი ხურავს თქვენს პოზიციას კონკრეტული მოგების დონის მიღწევისთანავე, ხოლო SL ორდერი, რომელიც ემსახურება რისკის მართვას, შექმნილია პოტენციური ზარალის შეზღუდვისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Bybit Georgia-ს აქვს ინტეგრირებული TP/SL ფუნქცია, რაც მას მოსახერხებელს და ეფექტურს ხდის ვაჭრობის მართვისთვის.

     

    დაწვრილებით

    შესავალი Take Profit და Stop Loss-ში (სპოტ ვაჭრობა)

     

     

     

     

    2. აისბერგ ორდერი

    აისბერგ ორდერი არის სტრატეგიული მიდგომა მსხვილი სავაჭრო ოპერაციის ჩასატარებლად და ბაზრის ზემოქმედებისა და ფასის ცურვის გამოწვევების მოსაგვარებლად. ეს ავტომატიზირებული სტრატეგია ყოფს მნიშვნელოვან ორდერებს გონივრულ ქვე-ორდერებად, რაც ბაზარზე სწრაფად შესვლისა და ფასის ცურვის მინიმიზირების საშუალებას იძლევა. ის იდეალურია მარკეტ მეიეკრებისთვის - ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფარული გავლენა მოახდინონ ბაზრის დინამიკაზე, მათი პოზიციის სრული გამოვლენის გარეშე. სტრატეგიის მიერ ორდერების ავტომატური გაყოფა მალავს სავაჭრო განზრახვებს, რაც ოპტიმალურია მათთვის, ვისაც ურჩევნია არ გამოავლინოს შესასრულებელი ორდერები ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ აისბერგ ორდერი

     

     

     

     

    3. მხოლოდ განთავსება

    მხოლოდ განთავსება არის ინსტრუქცია მხოლოდ  ლიმიტ ან პირობითი ლიმიტ ორდერისთვის, რაც გულისხმობს მის ორდერების წიგნში განთავსებას იმ შემთხვევაში, თუ ის დაუყოვნებლივ არ ემთხვევა უკვე არსებულ ორდერს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი ორდერი არ გამოიწვევს დაუყოვნებლივ ვაჭრობას და დაემატება ორდერების წიგნს, როგორც მეიკერის ორდერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად გააუქმებს ლიმიტ ორდერს. ამ ტიპის ორდერს იყენებენ ტრეიდერები, რომლებსაც სურთ გადაიხადონ მეიკერის საკომისიო და უზრუნველყონ ლიკვიდურობა ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მხოლოდ განთავსების ორდერი.

     

     

     

     

    4. ორდერის მოქმედების პერიოდი (GTC, IOC და FOK)

    ორდერის მოქმედების პერიოდები (Time in Force - TIF) არის ინსტრუქციები, რომლებიც აკონკრეტებენ, თუ რამდენ ხანს უნდა დარჩეს ორდერი აქტიური ბაზარზე, სანამ შესრულდება ან გაუქმდება. გაგაცნობთ სამ (3) ზოგად TIF არჩევანს:

     

    Good 'Til Canceled  (GTC): GTC ორდერი აქტიური რჩება ტრეიდერის მიერ ხელით გაუქმებამდე. ის რჩება ორდერების წიგნში შესრულებამდე ან ტრეიდერის მიერ წაშლამდე, მიუხედავად იმისა, თუ რა დრო დასჭირდება მის შესრულებას.

     

    Immediate or Cancel (IOC): IOC ბრძანება მოითხოვს ორდერის დაუყოვნებლივ შესრულებას ნაწილობრივ ან სრულად. ორდერის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც ვერ შესრულდება დაუყოვნებლივ, გაუქმდება. ეს ვარიანტი ხშირად გამოიყენება ორდერებისთვის, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებელ შესრულებას და ნაწილი არ რჩება შესასრულებლად. Bybit Georgia-ს საბაზრო ორდერი არის IOC ორდერის კარგი მაგალითი. 

     

    Fill or Kill (FOK): FOK ორდერი მოითხოვს, რომ მთელი ორდერი დაუყოვნებლივ შესრულდეს. თუ მთელი ორდერის მყისიერად შესრულება შეუძლებელია, მთელი ორდერი უქმდება. ეს პარამეტრი უზრუნველყოფს, რომ ორდერი შესრულდეს სრულად ან საერთოდ არ შესრულდეს.

     

    ეს ორდერის მოქმედების პერიოდის არჩევანი ტრეიდერებს აძლევს მოქნილობას, მოარგონ ორდერები სავაჭრო სტრატეგიებსა და საბაზრო პირობებს. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ორდერის მოქმედების პერიოდის შერჩევა (GTC, IOC, FOK).

     

     

     

     

    5. მოძრავი სტოპ ორდერი

    მოძრავი სტოპ ორდერი წარმოადგენს ორდერის დინამიკურ ტიპს, რომელიც  მიზნად ისახავს ბაზრის ხელსაყრელი მიმართულებით მოძრაობისას მოგების დაფიქსირებას და პოტენციური ზარალის შეზღუდვას. ის საბაზრო ფასზე დაკვირვებით ავტომატურად არეგულირებს სტოპ ფასს მითითებული დისტანციით ან პროცენტით. თუ საბაზრო ფასი მოძრაობს ტრეიდერის სასარგებლოდ, მოძრავი სტოპ ორდერის სტოპ ფასი შესაბამისად მოძრაობს უფრო მეტი მოგების დასაფიქსირებლად იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი გააგრძელებს ზრდას. თუმცა, თუ ბაზარი შებრუნდება და მიაღწევს სტოპ ფასს, ზარალის შესაზღუდად ორდერი გააქტიურდება. ორდერის ეს ტიპი გთავაზობთ ბალანსს მოგების უზრუნველყოფასა და ბაზრის რყევებს შორის. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ მოძრავი სტოპ ორდერი.

     

     

     

     

    6. TWAP ორდერთა სტრატეგია

    TWAP (დროით შეწონილი საშუალო ფასი) ორდერი არის სპეციალიზებული ორდერის ტიპი, რომელიც გამოიყენება ვაჭრობის ეტაპობრივად შესასრულებლად განსაზღვრულ დროში და მიზნად ისახავს მიაღწიოს იმ საშუალო ფასს, რომელიც ასახავს ბაზრის პირობებს ამ დროის მონაკვეთში. მთლიანი ორდერის ერთდროულად შესრულების ნაცვლად, TWAP ორდერი ჰყოფს ორდერს მცირე ნაწილებად და თანაბრად ანაწილებს მათ შესრულებას არჩეულ დროის ინტერვალში. ეს სტრატეგია ეხმარება ტრეიდერებს, არ მოახდინონ მნიშვნელოვანი გავლენა ბაზარზე ერთი დიდი ორდერით და მიზნად ისახავს იმ ფასის მიღწევას, რომელიც ახლოს იქნება საშუალო საბაზრო ფასთან მითითებულ პერიოდში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შესავალი TWAP სტრატეგიაში.

     

     

     

     

    7. ერთი აუქმებს მეორეს (OCO)

    ერთი აუქმებს მეორეს (OCO) ორდერები ტრეიდერებს სთავაზობს მძლავრ ინსტრუმენტს სხვადასხვა ტიპის ორდერების ერთდროულად შესასრულებლად, რისკების მართვისა და ვაჭრობის ავტომატიზაციის გასაუმჯობესებლად. ეს ფუნქცია აწყვილებს ორ (2) პირობით ორდერს, რომლის მიხედვითაც  ერთი (1) ორდერის აქტივაცია აუქმებს  მეორეს. OCO ორდერები განკუთვნილია ვაჭრობის ეფექტურობისა და რისკის კონტროლის გაუმჯობესებისათვის, რაც გთავაზობთ ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას. დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ერთი აუქმებს მეორეს (OCO) ორდერები.

     

     

     

     

     

     

     

    დასკვნა

    იქნება ეს შესაძლებლობების გამოყენება საბაზრო ორდერებით, ფასების დახვეწა ლიმიტ ორდერებით, თუ ავტომატიზირებული ქმედებები პირობითი ორდერებით, ორდერების ტიპების სრული აღქმა ტრეიდერებს ეხმარება ბაზარზე თავდაჯერებულ ნავიგაციაში და მათ მიზნების შესაბამისი უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს საფუძვლიანი ცოდნა საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და მოარგოთ თქვენი სავაჭრო სტრატეგია თქვენს პრეფერენციებსა და მიზნებს.

    Was it helpful?
    yesYesyesNo